Skip to main content

Lazonail® FAQS

ხშირად დასმული კითხვები

რა ინგრედიენტებს შეიცავს ლაზონეილი®?

ლაზონეილ® გელი  შეიცავს  კაკლის ექსტრაქტს, რომელიც მდიდარია  მინერალებით, როგორიცაა კალციუმი, რკინა, თუთია და მაგნიუმი.

რა სიხშირით უნდა გამოვიყენო ლაზონეილი®?

ფრჩხილების აღდგენისა და გასამაგრებლად და ნუნების დასატენიანებლად რეკომენდებულია ლაზონეილის გამოყენება დღეში ორჯერ 7 დღის განმავლობაში. ფრჩხილის სიმტკიცისა და ჯანსაღი ნუნების შესანარჩუნებლად მიზანშეწონილია ლაზონეილის® ყოველდღიური  გამოყენება.

როდის შევამჩნევ ლაზონეილის® ეფექტს?

ლაზონეილის® ეფექტიანობის შესაფასებლად ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა  აჩვენა (გაზომილია Nail Strainstress Meter-ის გამოყენებით: სიმტკიცე, ელასტიურობა და სისქე), რომ ლაზონეილის® გამოყენების შემდეგ სულ რაღაც 30 წუთის შემდეგ, ფრჩხილები 10%-ით უფრო მტკიცე და მყარი გახდა. მაქსიმალური ეფექტი ჩვეულებრივ მიიღწევა დაახლოებით 7 დღის განმავლობაში.

შემიძლია გამოვიყენო ლაზონეილი® ლაქწასმულ ფრჩხილებზე?

ლაზონეილი® ეფექტიანია როგორც სუფთა, ასევე ლაქწასმულ ფრჩხილებზე გამოყენებისას და გავლენას არ ახდენს ლაქის ესთეტიურ მხარეზე და არ ცვლის  ლაქის ფერს.

ეფექტიანია თუ არა ლაზონეილი® ნუნების მოვლისთვის?

დერმატოლოგიური შეფასების შემდეგ  დადასტურდა ნუნების ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება ლაზონეილის® გამოყენების დროს.

რატომ დამიჭირდა ბევრი დაჭერა პროდუქტის პირველი გამოყენების დროს ?

ლაზონეილის® პირველი გამოყენების დროს უნდა გაააქტიუროთ  კალამის ღილაკი  დაახლოებით 20-ჯერადი დაჭერით.

როგორ უნდა გამოვიყენო ლაზონეილი®?

დააჭირეთ კალმის ღილაკს რამდენჯერმე, სანამ შიგთავსი  არ გადმოვა ფუნჯზე. წაისვით დღეში ერთჯერ ან ორჯერ სუფთა ან ლაქწასმულ ფრჩხილებზე, მსუბუქად შეიზილეთ. მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა გამოყენებიდან 7 დღეში.

რამდენი დრო სჭირდება ლაზონეილის® გაშრობას?

ლაზონაილი® სწრაფად იწოვება და შრება. წასმის შემდეგ ნაზად შეიზილეთ პროდუქტი, შემდეგ შეგიძლიათ გააგრძელოთ ნებისმიერი აქტივობა და ხელების დაბანაც კი.

როგორი ტექსტურა აქვს ლაზონეილს®?

ლაზონეილი® ხასიათდება რბილი და ხავერდოვანი ტექსტურით.

როგორი სუნი აქვს ლაზონეილს®?

ლაზონაილი®  უსუნოა

შემიძლია გამოვიყენო ლაზონეილი® ფეხის ფრჩხილებზე?

ლაზონეილის® გამოყენება შეიძლება როგორც ხელის ასევე ფეხის ფრჩხილებზე. პროდუქტი აძლიერებს ფრჩხილის ქსოვილს, რაც უზრუნველყოფს ფეხის ფრჩხილების მეტ სიმტკიცეს და სიმყარეს.

არის თუ არა ლაზონეილი® დერმატოლოგიურად შემოწმებული?

ლაზონეილის® ეფექტიანობის შესაფასებლად იყო ჩატარებული კლინიკური კვლევები  დერმატოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ, რომლებმაც ობიექტურად (გაზომვები) და სუბიექტურად (ვიზუალურად) შეაფასეს პროდუქტის მოქმედება ფრჩხილებზე და ნუნებზე.

არის თუ არა ლაზონეილი® გამოცდილი ცხოველებზე?

არა. ლაზონეილის® ეფექტიანობის კვლევები ჩატარდა მოხალისეებზე დერმატოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.

რა სიფრთხილის ზომების უნდა მივიღო ლაზონეილის® გამოყენებამდე?

არ გამოიყენოთ ლაზონეილი® მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგიის შემთხვევაში.

Დაგვიკავშირდით თუ გექნებათ დამატებითი შეკითხვები

Exit mobile version